weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ქვეშეთი-კობის 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობით 7 კომპანია დაინტერესდა

12:23 ხუთშაბათი, 23 მაისი 2019

ქვეშეთი-კობის გზაზე, 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობისთვის ხელმეორედ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში შვიდმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, შემდეგ ეტაპზე, სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად, წარდგენილი წინადადებები შეფასდება და გამარჯვებულად ყველაზე დაბალი ფასის მქონე კვალიფიციური კომპანია გამოვლინდება.

9-კილომეტრიანი გვირაბი ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გაივლის, სოფელ წკერესთან დაიწყება და სოფელ კობთან დასრულდება.

„გვირაბი 15 მეტრის სიგანის იქნება, რაც საკმაოდ იშვიათია, არამარტო ამიერკავკასიაში არამედ მსოფლიო მასშტაბით და უდიდესი დიამეტრის მქონე გვირაბების ჩამონათვალში შევა“, – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

ქვეშეთი-კობის საერთაშორისო გზა, სატრანზიტო მნიშვნელობის ჩრდილო-სამხრეთის დერეფანის შემადგენელი ნაწილია. საერთო ჯამში დაგეგმილია 22.7-კილომეტრიანი გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის, მათ შორის ერთი 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა.

„არსებული გზა გადის რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე და ზამთრის პერიოდში ხასიათდება დიდთოვლობით. ზამთარში ზვავსაშიშროებისა და რთული მეტეოროლოგიური პიროებების გამო, საავტომობილო მოძრაობა ხშირად იკეტება, ფერხდება სატრანზიტო მიმოსვლა.

ახალი გზა და 9-კილომეტრიანი გვირაბი მოაგვარებს არსებულ პრობლემებს. სატრანზიტო მიმოსვლა, წელიწადის ნებისმიერ დროს შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი.

ახალი გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, არსებული 35-კილომეტრიანი გზის ნაცვლად ქვეშეთიდან კობამდე გადაადგილების მანძილი 12 კილომეტრით შემცირდება“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

ქვეშეთი-კობის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებს.

გზის მშენებლობა დაყოფილია ორ ლოტად. რაც შეეხება ქვეშეთი-კობის მეორე ლოტს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 12.7-კილომეტრიანი გიზს გზის სამშენებლო სამუშაოებისთვის ხელშეკრულება ახლო მომავალში გაფორმდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]